| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
საულ კახიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1944 წელს. მუშაობდა თბილისის სასწრაფო დახმარების საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში. 1949-1952წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ტოპანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის კათედრის ასპირანტი, ადამიანის ანატომიის კათედრის ასისტენტი; 1952 წლიდან იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის კათედრის გამგე; 1963–1972წწ. ამავე ინსტიტუტში ქირურგიული ფაკულტეტის დეკანი; 1972 წლიდან პრორექტორი სამეცნიერო დარგში; 1986–1992წწ. არჩეული იყი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ტოპოგრაფიული ანატომიის და ოპერაციული ქირურგიის კათედრის გამგედ; ს. კახიანმა შეისწავლა ზედა კიდურების სისხლძარღვებისა და ნერვების ტოპოგრაფია, მუცლის ღრუს ტოპანატომია და სხვ. იგი 100-მდე მეცნიერული ნაშრომის, 14 მონოგრაფიის, 4 სახელმძღვანელოს, 2 გამოგონებისა და 3 რაციონალური წინადადების ავტორია. ქართული მეცნიერული ქირურგიული სკოლის ერთ–ერთი ფუძემდებლის ნიკოლოზ კახიანის შვილი და ზაალ კახიანის ძმა. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1960), პროფესორი (1961). წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.589; საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.185-186; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

