შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვაჟა ერიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაციის ფაკულტეტი 1966 წელს. 1966-1968წწ. მუშაობდა ი. ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში. 1968-1968წწ. პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობებზე. ამავე ინსტიტუტში მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ბიოფარმაციის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორი - 1989 წლიდან ბიოფარმაციის სამედიცინო ცენტრი. 1978-1993წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის წამალთა ტექნოლოგიის კათედრის თანამშრომელი, 1997 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სოციალური და კლინიკური ფარმაციის კათედრის, შემდეგ დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ვაჟა ერიაშვილის სამეცნიერო მუშაობის ძირითადი სფეროა წამალთა ტექნოლოგია ბიოფარმაცევტული, ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური გამოკვლევებით. არის სამეცნიერო შრომების, 32 მეთოდური რეკომენდაციისა და 3 სახელმძღვანელოს ავტორი. ფარმაციის მეცნიერებათა დოქტორი (1992), პროფესორი (1995), ფარმაცევტი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.52 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |