The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვაჟა ერიაშვილი

დაბადების თარიღი:2 სექტემბერი, 1939  (84 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაციის ფაკულტეტი 1966 წელს.

1966-1968წწ. მუშაობდა ი. ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში. 1968-1968წწ. პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობებზე. ამავე ინსტიტუტში მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ბიოფარმაციის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორი - 1989 წლიდან ბიოფარმაციის სამედიცინო ცენტრი. 1978-1993წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის წამალთა ტექნოლოგიის კათედრის თანამშრომელი, 1997 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სოციალური და კლინიკური ფარმაციის კათედრის, შემდეგ დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ვაჟა ერიაშვილის სამეცნიერო მუშაობის ძირითადი სფეროა წამალთა ტექნოლოგია ბიოფარმაცევტული, ფარმაკოკინეტიკური და ფარმაკოდინამიკური გამოკვლევებით. არის სამეცნიერო შრომების, 32 მეთოდური რეკომენდაციისა და 3 სახელმძღვანელოს ავტორი. ფარმაციის მეცნიერებათა დოქტორი (1992), პროფესორი (1995), ფარმაცევტი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.52

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ინტერკონტინენტური სამედიცინო-სოციალურ მეცნიერებათა აკადემია OGASh(Organizatzion gestosis affiliated and sponsored hospitals), საპატიო აკადემიკოსი (2006-)
  • საქართველოს სამედიცინო-სოციალურ მეცნიერებათა აკადემია, წევრი (1998-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: