The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ ეპიტაშვილი

თენგიზ ეპიტაშვილი
დაბადების თარიღი:30 აგვისტო, 1935
გარდაცვ. თარიღი:28 მარტი, 2003  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხედრო სასწავლებელი 1957 წელს; მოსკოვის მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია.

1957-1972წწ. მსახურობდა ამიერკავკასიის სასაზღრო ოლქის ჯარებში სხვადასხვა თანამდებობაზე; 1978-1983წწ. იმყოფებოდა ავღანეთში საბჭოთა მთავრობის სპეცდავალებების შესასრულებლად (პოლკოვნიკი); 1988-1993წწ. იყო საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო საბჭოს რწმუნებული შიდა ქართლში, ქ. ცხინვალის კომენდანტი, 1993-1997წწ. საქართველოს სასაზღვრო ჯარების მთავარი შტაბის უფროსი, სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. დაჯილდოებულია 4 ორდენით და 16 მედლით. სამხედრო მეცნიერებათა კანდიდატი (1977), გენერალ-მაიორი (1995).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ. 29; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.430

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი
    ქართული სასაზღვრო ჯარის ჩამოყალიბებაში და ახალგაზრდა მესაზღვრეთა საქმეში შეტანილი დიდი წვლილისათვის
  • სსრკ საპატიო მესაზღვრე

გააზიარე: