Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლიანა ლომიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1968 წელს (გუნდის დირიჟორობა). 1968-1970წწ. გაიარა სტაჟირება მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიაში, პედაგოგი კ. პტიცა, პარალელურად, იყო სსრკ რადიო-ტელევიზიის გუნდის მთავარი ქორმაისტერის ასისტენტი; 1970-1977წწ. იყო საქართველოს მუსიკალურ ქორეოგრაფიული გუნდის ქორმაისტერი და დირიჟორი; 1977-2003წწ. ნ. სულხანიშვილის სახელობის საგუნდო კაპელის დირიჟორი და ქორმაისტერი; 1977 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური გუნდის დირიჟორი, ფაკულტეტის პედაგოგი, 2007 წლიდან ასოცირებული პროფესორი; ლაურეატი მოწაფეები: ნ. ჭიხინაშვილი, რ. მორჩილაძე, მ. ფარესიშვილი; ქართული რეპერტუარი: ი. კეჭაყმაძე "ფშაური იდილიები" (1972, პირველი შესრულება), a cappella ციკლიდან "ამერ-იმერი" 3 გუნდი (1982, პირველი შესრულება), გ. ჩლაიძე "ხუთი მწუხარე სიმღერა" (1982, პირველი შესრულება); სხვა რეპერტუარი: ბეთჰოვენი "ფიდელიო" (1974, საკონცერტო შესრულება). წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 289; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.175; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.416 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |