The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გივი ლორთქიფანიძე

Legal name:გიორგი ლორთქიფანიძე
Date of birth:10 December, 1918
Date of death:11 April, 1978  (at 59 years)
Category:Composer, Musician, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი დიდიჯიხაიში, სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა თბილისის I მუსიკალური სასწავლებელი 1947 წელს, თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1948 წელს(სამშენებლო), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1952 წელს(საკომპოზიტორო).

1939-1945წწ. იყო ფინეთისა და სსრკ-გერმანიის ომის მონაწილე; 1952-1953წწ.  ქ. ქუთაისის დრამატული თეატრის კომპოზიტორი, 1953-1967წწ. თბილისის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებლის მხატვრული თვითშემოქმედების სასწავლო ნაწილის გამგე და პედაგოგი(თეორიული საგნები); 1956-1959წწ. თბილისის I მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი(თეორიული საგნები); 1959-1961წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო კათედრის პედაგოგი(დირიჟორობა, თეორიული საგნები), 1970 წლიდან დოცენტი, 1978 წლიდან პროფესორი, 1972-1978წწ. პრორექტორი; მოწაფეები, ქორმაისტერები: ა. ერქომაიშვილი, ბ. თოიძე, გ. მუჯირი, თ. ანდღულაძე, გ. მუნჯიშვილი, ე. სანაძე, ა. მამაცაშვილი, კომპოზიტორები: თ. ბაკურაძე, ჯ. ბეგლარიშვილი, რ. კაჟილოტი, ზ. ხაბალოვა, ვ. ჭკადუა, მუსმცოდნეები: დ. რუხაძე, რ. ქუთათელაძე, მ. ჭოღოშვილი; დააარსა და ხელმძღვანელობდა: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტურ ანსამბლს "მოტეტი", "გორდელა"; თხზულებები: სიმებიანი კვინტეტი(1952), საფორტეპიანო პრელუდია(1953), საფორტეპიანო "ვარიაციები"(1956), გუნდები: "მუმლი მუხასა"(ქართული ხალხური სიმღერა. დამუშავება შერეული გუნდისათვის(1966)), "ფოთოლს უყვარს"(1970), "საქართველოს მთებზე"(1970), "ია" ქალთა გუნდისათვის(1971); მუსიკალურ დრამატული სპექტაკლები: "მირანგულა", "ახალგაზრდა მასწავლებელი", "ქარიშხლის წინ"(ქუთაისის დრამატული თეატრი).

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 290; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.425-426

Awards and Honors

  • 1967 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1942 - მედალი "ლენინგრადის დაცვისთვის"

Share: