Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ეპიფანე (საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი)![]()
Biographyსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაახლოებით 1210-1220 წლებში. 1218 წელს მისივე შედგენილი ანისის ხუცესთა სარგოს განწესების წიგნი და თვით ანისის ქართველ მართლმადიდებელთა ეკლესიის წარწერა გვამცნობს, რომ ეპიფანემ პირადად მოიარა და აკურთხა ანისის ეკლესიები. მოაწესრიგა ანელ სასულიერო პირების და ანისის მართლმადიდებელ მრევლს შორის დაწყებული დავა, რომელიც წარმოიშვა საეკლესიო საიდუმლოებათა (ნათლისღება, ჯვრისწერა) აღსრულებისათვის დაწესებული გადიდებული გადასახადის გამო. პატრიარქმა დაგმო ანელ ხუცესთა საქციელი და შეამცირა გადასახდელის ოდენობა. ახალი ნიხრი რომ მტკიცედ დაეცვათ, მან ანისის მართლმადიდებელი ეკლესიის კედელზე სათანადო ბრძანება ამოაკვეთინა (იხ. ანისის ქართული წარწერა 1218). მასვე დაუკვეთია და სვეტიცხოვლისათვის შეუწირავს ძვირფასი ქვებით შემკული სახარება, რომლის ყდაზეც გამოხატულია თვით პატრიარქი ეპიფანე. თანმხლებ წარწერაზე კი მოხსენიებულია მისი ღვაწლი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.29
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |