The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით კვაჭაძე

დავით კვაჭაძე
დაბადების თარიღი:25 დეკემბერი, 1951  (73 წლის)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი.

ევროპის ჩემპიონი ქვემძიმე წონაში (1977), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1976, 1977, 1980) და მეორე პრიზიორი (1979). სსრკ თასის მფლობელი (1978), სსრკ ხალხთა სპარტაკიადის მესამე პრიზიორი (1979). გატაცებულია ფოტოხელოვნებით, მისმა ნამუშევრებმა ფართო საზოგადოების ყურადღებასთან ერთად, სპეციალისტთა მაღალი შეფასება დაიმსახურა. მოკრივიე. 

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.592; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.296

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კრივის ფედერაცია, პრეზიდენტი (2012-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2021 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2001 - ღირსების ორდენი
  • 1981 - სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი

გააზიარე: