The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ კვესელავა

მიხეილ კვესელავა
დაბადების თარიღი:27 მაისი, 1913
გარდაცვ. თარიღი:5 დეკემბერი, 1981  (68 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილილსი
კატეგორია:ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, მწერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა მარტვილი.

დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1936 წელს.

1941–1945წწ. მონაწილეობდა სსრკ–გერმანიის ომში. მ. კვესელავამ გაიარა ბრძოლის მძიმე და გრძელი გზა. მერე კი, როგორც კვალიფიციური გერმანისტი, თარჯიმნად მონაწილეობდა ნიურნბერგის პროცესში. შემდეგ ყოველივე ეს ბრწყინვალედ ასახა თავის ტრილოგიაში "ას ერგასის დღე". ომის შემდგომ მ. კვესელავამ განაგრძო საზოგადოებრივი, სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა. სხვადასხვა დროს იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" დირექტორი, უცხოეთის ქვეყნებთან კულტურული ურთიერთობის საზოგადოების თავმჯდომარე, უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი, თეატრალური ინსტიტუტის რექტორი და სხვა. 1963 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.592; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 664;  ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 60-61

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1976 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • მედალი "ვენის აღებისთვის"
  • მედალი "ბუდაპეშტის აღებისთვის"
  • მედალი "მხედრული მამაცობისთვის"
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი (ორ ჯერ)
  • მედალი "გერმანიაზე გამარჯვებისთვის"

ბიბლიოგრაფია

  • ას ერგასის დღე (ავტორი) // წ. 3 : ნემეზიდას მახვილი. - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1974. - 843გვ.
  • ას ერგასის დღე : სამამულო ომისა და ნიურნბერგის პროცესის მონაწილის ნაამბობი, განცდილი და გაგონილი (ავტორი) // წ. 2 : ევროპის მოტაცება. - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1970. - 903გვ.
  • ას ერგასის დღე : სამამულო ომისა და ნიურნბერგის პროცესის მონაწილის ნაამბობი, განცდილი და გაგონილი (ავტორი) // წ. 1 : თემიდას თვალები. - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1967. - 773გვ.
  • ფაუსტური პარადიგმები (ავტორი) // წ. 2. - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1961. - 7010გვ.
  • ფაუსტური პარადიგმები (ავტორი) // წ. 1. - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1961. - 694გვ.
  • ადამ მიცკევიჩი : ცხოვრება და შემოქმედება (ავტორი). - თბილისი, სახელგამი, 1956. - 235გვ.
  • ბულგარული ლიტერატურა (ავტორი). - თბილისი, საბჭ. მწერალი, 1953. - 542გვ.
  • ას ერგასის დღე (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო

გააზიარე: