The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ კვესელავა

მიხეილ კვესელავა
Date of birth:27 May, 1913
Date of death:5 December, 1981  (at 68 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილილსი
Category:Literary scholar, Scientist, Writer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: დაბა მარტვილი.

დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1936 წელს.

1941–1945წწ. მონაწილეობდა სსრკ–გერმანიის ომში. მ. კვესელავამ გაიარა ბრძოლის მძიმე და გრძელი გზა. მერე კი, როგორც კვალიფიციური გერმანისტი, თარჯიმნად მონაწილეობდა ნიურნბერგის პროცესში. შემდეგ ყოველივე ეს ბრწყინვალედ ასახა თავის ტრილოგიაში "ას ერგასის დღე". ომის შემდგომ მ. კვესელავამ განაგრძო საზოგადოებრივი, სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა. სხვადასხვა დროს იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" დირექტორი, უცხოეთის ქვეყნებთან კულტურული ურთიერთობის საზოგადოების თავმჯდომარე, უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი, თეატრალური ინსტიტუტის რექტორი და სხვა. 1963 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.592; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 664;  ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 60-61

Awards and Honors

  • 1976 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • მედალი "ვენის აღებისთვის"
  • მედალი "ბუდაპეშტის აღებისთვის"
  • მედალი "მხედრული მამაცობისთვის"
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი (ორ ჯერ)
  • მედალი "გერმანიაზე გამარჯვებისთვის"

Bibliography

  • ას ერგასის დღე (Author) // წ. 3 : ნემეზიდას მახვილი. - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1974. - 843გვ.
  • ას ერგასის დღე : სამამულო ომისა და ნიურნბერგის პროცესის მონაწილის ნაამბობი, განცდილი და გაგონილი (Author) // წ. 2 : ევროპის მოტაცება. - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1970. - 903გვ.
  • ას ერგასის დღე : სამამულო ომისა და ნიურნბერგის პროცესის მონაწილის ნაამბობი, განცდილი და გაგონილი (Author) // წ. 1 : თემიდას თვალები. - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1967. - 773გვ.
  • ფაუსტური პარადიგმები (Author) // წ. 2. - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1961. - 7010გვ.
  • ფაუსტური პარადიგმები (Author) // წ. 1. - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1961. - 694გვ.
  • ადამ მიცკევიჩი : ცხოვრება და შემოქმედება (Author). - თბილისი, სახელგამი, 1956. - 235გვ.
  • ბულგარული ლიტერატურა (Author). - თბილისი, საბჭ. მწერალი, 1953. - 542გვ.
  • ას ერგასის დღე (Author). - თბილისი, საბჭ. საქართველო

Share: