Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ერისთავი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი 1892 წელს და შევიდა სამხედრო სამსახურში. პოდპორუჩიკის ჩინით დაამთავრა მიხეილის საარტილერიო სასწავლებელი 1895 წელს; მიხეილის საარტილერიო აკადემია 1903 წელს და ოფიცერთა საარტილერიო სკოლა 1907 წელს. მსახურობდა ლაიბ-გვარდიის ცხენოსან არტილერიაში. 1904-1905წწ. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში. პირველი მსოფლიო ომის დროს თავი გამოიჩინა კაუშენის ბრძოლაში(1914 წლის 6 აგვისტო) და გენერალ-მაიორის წოდება მიიღო. მეთაურობდა კავალერგარდის პოლკს, გვარდიის კავალერიის ბრიგადას, დივიზიას. 1917 წლის აგვისტოში დაინიშნა კავკასიის მე-3 არმიული კორპუსის მეთაურად და მიიღო გენერალ-ლეიტენანტის ჩინი. 1917 წელს ოქტომბრის ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და ქართული არმიის რიგებში ჩადგა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით იმყოფებოდა ანკარაში, საიდანაც, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, საფრანგეთში გადასახლდა. აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის საიმპერატორო არმიის ყოფილი ოფიცრების ემიგრანტულ ორგანიზაციებში. ქსნის ერისთავთა შთამომავალი, ქართველი სამხედრო-მოღვაწე. პოლკოვნიკი(1908), გენერალ-ლეიტენანტი (1917). ქართველი სამხედრო-მოღვაწე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.54 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |