შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ერისთავი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქისტაური, ახლანდელი ახმეტის მუნიციპალიტეტი. სამხედრო სამსახურში იყო 1846 წლიდან. მონაწილეობდა ყირიმის ომში (1853-1856) როგორც გურიის რაზმის ოფიცერი. 1858 წლიდან მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარებში. 1870 წლიდან მეთურობდა თერგის კაზაკთა ჯარის მოზდოკის პოლკს. იმავე წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის (1877-1878) ომში. არაგვის ერისთავთა საგვარეულოს შთამომავალი. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1889). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. III.–თბ., 2014.–გვ.55 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |