The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო გოგუაძე

ნინო გოგუაძე
დაბადების თარიღი:24 ივნისი, 1980  (41 წლის)
კატეგორია:იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2002 წელს; 2006 წელს გაიარა ბერნის უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის კურსი; 2014-2015წწ. სწავლობდა ემორის უნივერისტეტის სამართლის სკოლაში (აშშ) და მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

2004-2005წწ. საქართველოს პარლამენტი, იურისტი; 2005-2007წწ. "კორძაძის საადვოკატო ბიურო", ადვოკატი; 2003 წელს ჩააბარა საქართველოს პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდები, 2006 წელს კი - ადვოკატთა სასერტიფიკაციო გამოცდები; 2010 წელს ლონდონის (დიდი ბრიტანეთი) საპარლამენტო სწავლებათა ცენტრში გაიარა საარჩევნო სისტემებისა და საარჩევნო პროცესების სასწავლო კურსი. იმავე წელს იყო ევროპის საბჭოს თბილისის პოლიტიკურ სწავლებათა სკოლის მონაწილე (სტრასბურგი, საფრანგეთი) და საარჩევნო მოხელეთა პროგრამა - BRIDGE-ის ბუდაპეშტში (უნგრეთი) კურსდამთავრებული; 2012 წელს იყო კარტერის ცენტრის სადამკვირვებლო მისიის წევრი ეგვიპტეში (ქ. კაირო); იმავდროულად, სხვადასხვა დროს იყო საარჩევნო სადამკვირვებლო დელეგაციების წევრი უნგრეთში, ისრაელში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში. 2014-2016წწ. თბილისის საკრებულოს წევრი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გენდერული თანასწორობის კომისია, თავმჯდომარე (2007-)
  • ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ალიანსის საბჭო, წევრი
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - კონსერვატორები“ , წევრი (2016-2019)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება“, წევრი (2016-2016)
  • საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, წევრი (2007-2014)

გააზიარე: