შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ერისთავი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი 1972 წელს. 1973-1999წწ. მუშაობდა სახელმწიფო უშიშროების სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1988-1993წწ. იყო საქართველოს უშიშროების მინისტრის აპარატის უფროსი, 1993-1994წწ. სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს თბილისის საქალაქო სამმართველოს უფროსი, 1994-1995წწ. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს უფროსი, 1995-1999წწ. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიის რექტორი. 2000 წლიდან თადარიგშია. გენერალ-მაიორი (1999). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.56; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.191 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |