The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ერისთავი

დაბადების თარიღი:9 მაისი, 1947  (76 წლის)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი 1972 წელს.

1973-1999წწ. მუშაობდა სახელმწიფო უშიშროების სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1988-1993წწ. იყო საქართველოს უშიშროების მინისტრის აპარატის უფროსი, 1993-1994წწ. სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს თბილისის საქალაქო სამმართველოს უფროსი, 1994-1995წწ. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს უფროსი, 1995-1999წწ. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიის რექტორი. 2000 წლიდან თადარიგშია. გენერალ-მაიორი (1999).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.56; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.191

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს პედაგოგიური აკადემია, ნამდვილი წევრი (1998-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
  • 1996 - საქართველოს სახელმწიფო უშიშროების საპატიო თანამშრომელი

გააზიარე: