The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაზა ხუციშვილი

ზაზა ხუციშვილი
დაბადების თარიღი:12 მაისი, 1965  (58 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მუსიკოსი, პოლიტიკოსი, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტი სპეციალობით სამდინარო ნაგებობებისა და ჰიდროელექტროსადგურების ჰიდროტექნიკური მშენებლობა 1988 წელს.

1988-1990წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტში; 1996 წლიდან ხელმძღვანელობს მუსიკალურ ჯგუფს "ვაკის პარკი"; 2001-2003წწ. სტუდია "მაესტროს" საახალწლო პროექტების სამხატვრო ხელმძღვანელი და ქართული ტექსტების ავტორი; 2008-2010წწ. გადაცემა "მონკავშირის" წამყვანი რადიო "უცნობში“; 2011-2012წწ. პოლიტიკური თოქ-შოუს "პოლიტ როკ-ენ-როლის" წამყვანი რადიო "მაესტროში",  შემდეგ კი ტელეკომპანია "მაესტროში" სახელწოდებით - "პირდაპირი საუბარი"; 2013 წელს იყო ტელეკომპანია "მაესტროს" მუსიკალური პროექტის "მაგთიფანის" სკოლის დირექტორი; 201-2016წწ. გადაცემა "პიკის საათის" წამყვანი "საზოგადოებრივ რადიოში"; მონაწილეობს დოკუმენტურ ფილმში "ექვთიმე"; 2016-2020წწ. საქართველოს მე=9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი  №3 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, წევრი (2019-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2016-2019)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2017-2019)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-2019)

გააზიარე: