The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ერისთავი

გიორგი ერისთავი
დაბადების თარიღი:1759
გარდაცვ. თარიღი:3 ნოემბერი, 1863  (104 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:იკორთის ეკლესია, საგვარეულო სასაფლაო
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

რუსეთის იმპერიის ინფანტერიის გენერალი (1846). ი. ერისთავის შვილიშვილი. დედამისი მარიამი იყო მეფე იესეს ასული. ანტონ I-ის და. ერისთავს ცოლად ჰყავდა ქართლ-კახეთის მეფის, გიორგი XII-ის ასული გაიანე. ერისთავმა, როგორც წარჩინებული საგვარეულოს შვილმა, საფუძვლიანი განათლება მიიღო. მონაწილეობდა კრწანისის ბრძოლაში (1795), მხარს უჭერდა საქართველოს რუსეთის მფარველობაში შესვლას. ერისთავი იყო გიორგი XII-ის მიერ რუსეთში გაგზავნილი იმ დეპუტაციის წევრი, რომელსაც იმპერატორ პაველე I-ისთვის უნდა ეთხოვა საქართველოს რუსეთის მფარველობაში მიღება. ქართლ-კახეთის ანექსიის შემდეგ გიორგი ერისთავი შევიდა რუსეთის სამსახურში, მიიღო "ნადვორნი სოვეტნიკის" ჩინი და სიკვდილამდე ერთგულად ემსახურა იმპერიას. 1802 წელს პოდპოლკოვნიკის ჩინით ჩაირიცხა ყაბარდოს მუშკეტერთა პოლკში. 1803 წელს მონაწილეობდა ჭარ-ბელაქნელი ლეკების წინააღმდეგ მოწყობილ საბრძოლო ოპერაციებში, რომელსაც რუსი გენერალი ვ. გულიაკოვი სარდლობდა. მეთაურობდა მილიციის 5 ათასიან რაზმს. 1808 წლიდან მონაწილეობდა რუსეთ-ირანის ომში (1804-1813). იყო პოლკის მეთაური. თავდადებული სამსახურისათვის 1812 წელს მიიღო გენერალ-მაიორის ჩინი. 1814 წელს დაინიშნა საქართველოში განლაგებული რუსული მე-19 დივიზიის I ბრიგადის მეთაურად. 1826 წელს მიიღო გენერლის ჩინი და დაინიშნა 21-ე დივიზიის მეთაურად. 1830 წელს მიიღო სენატორის წოდება; გიორგი ერისთავმა განსაკუთრებით გამოჩინა თავი რუსეთ-ირანის ომში (1826-1828). ინფანტერიის გენერალი (უმაღლესი სამხედრო ჩინი, 1846).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.56

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისში არსებული თავადაზნაურობის წოდების მიმნიჭებელი კომისია, თავმჯდომარე

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი
  • წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი
  • წმინდა ანდრია პირველწოდებულის ორდენი
  • წმინდა ვლადიმირის II ხარისხის ორდენი
  • წმინდა ვლადიმირის I ხარისხის ორდენი
  • წმინდა ანას I ხარისხის ორდენი (ალმასებით, ბრილიანტებით)
  • წმინდა ანას II ხარისხის ორდენი (ალმასებით, ბრილიანტებით)
  • წმინდა ანას III ხარისხის ორდენი (ალმასებით, ბრილიანტებით)
  • წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენი

გააზიარე: