Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ერისთავი![]()
Biographyრუსეთის იმპერიის ინფანტერიის გენერალი (1846). ი. ერისთავის შვილიშვილი. დედამისი მარიამი იყო მეფე იესეს ასული. ანტონ I-ის და. ერისთავს ცოლად ჰყავდა ქართლ-კახეთის მეფის, გიორგი XII-ის ასული გაიანე. ერისთავმა, როგორც წარჩინებული საგვარეულოს შვილმა, საფუძვლიანი განათლება მიიღო. მონაწილეობდა კრწანისის ბრძოლაში (1795), მხარს უჭერდა საქართველოს რუსეთის მფარველობაში შესვლას. ერისთავი იყო გიორგი XII-ის მიერ რუსეთში გაგზავნილი იმ დეპუტაციის წევრი, რომელსაც იმპერატორ პაველე I-ისთვის უნდა ეთხოვა საქართველოს რუსეთის მფარველობაში მიღება. ქართლ-კახეთის ანექსიის შემდეგ გიორგი ერისთავი შევიდა რუსეთის სამსახურში, მიიღო "ნადვორნი სოვეტნიკის" ჩინი და სიკვდილამდე ერთგულად ემსახურა იმპერიას. 1802 წელს პოდპოლკოვნიკის ჩინით ჩაირიცხა ყაბარდოს მუშკეტერთა პოლკში. 1803 წელს მონაწილეობდა ჭარ-ბელაქნელი ლეკების წინააღმდეგ მოწყობილ საბრძოლო ოპერაციებში, რომელსაც რუსი გენერალი ვ. გულიაკოვი სარდლობდა. მეთაურობდა მილიციის 5 ათასიან რაზმს. 1808 წლიდან მონაწილეობდა რუსეთ-ირანის ომში (1804-1813). იყო პოლკის მეთაური. თავდადებული სამსახურისათვის 1812 წელს მიიღო გენერალ-მაიორის ჩინი. 1814 წელს დაინიშნა საქართველოში განლაგებული რუსული მე-19 დივიზიის I ბრიგადის მეთაურად. 1826 წელს მიიღო გენერლის ჩინი და დაინიშნა 21-ე დივიზიის მეთაურად. 1830 წელს მიიღო სენატორის წოდება; გიორგი ერისთავმა განსაკუთრებით გამოჩინა თავი რუსეთ-ირანის ომში (1826-1828). ინფანტერიის გენერალი (უმაღლესი სამხედრო ჩინი, 1846). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.56 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |