შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მამუკა მდინარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი 2000 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის დოქტორანტურა - 2014 წელს. 1996-2001წწ. - შსს საგამოძიებო დეპარტამენტი, სტაჟიორი; 1999-2006წწ. - დავით გურამიშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, მოწვეული ლექტორი; 2001-2004წწ. - საქართველოს შსს საგამოძიებო დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო სამსახური, გამომძიებელი; 2004 წლიდან - სსიპ "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" წევრი და ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით; 2007-2014წწ. - სას "თბილისის იურიდიული ცენტრი", მმართველი პარტნიორი, ადვოკატი; 2009-2014წწ. (ა)აიპ "სამართლის მონიტორინგის ცენტრი", დამფუძნებელი; 2014-2016წწ. - (ა)აიპ "ადვოკატთა ალიანსი", თავმჯდომარე; 2014 წელს - შპს "ლიგალ კონსალტინგ გრუპი", ადვოკატი, სისხლის სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი; 2014-2016წწ. - "საქართველოს პარაოლიმპიური ფონდი", პრეზიდენტი; 2014 წლიდან - (ა)აიპ "საქართველოს იურისტთა ეროვნული ასოციაცია", გამგეობის წევრი; 2015-2016წწ. - შპს "მდინარაძე და პარტნიორი ადვოკატები", დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი; 2016-2020წწ. - საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №4 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან; 2020-2024წწ. - საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2024 წლიდან - საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2015 წელს მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. მის სახელს უკავშირდება უპრეცედენტო პროექტი სამართლის ისტორიაში - "საადვოკატო გამოძიების სამსახური", რომელიც მის სადოქტორო ნაშრომშიც აისახა. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |