შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ჭიჭინაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1982-1987წწ. სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკის ფაკულტეტზე, პროფესიით მშენებელ ჰიდროტექნიკოსი; 2000 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. 1987-1999წწ. კერძო ბიზნესით იყო დაკავებული; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2004-2016წწ. ბიზნესსაქმიანობის დამფუძნებელი; 2013-2014წწ. შპს "დმპ"-ს დამფუძნებელი; 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს მუშაობდა ქ. თბილისის ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, №9 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი. იდეოლოგიური უთანხმოების გამო 2018 წელს დატოვა პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო". წყარო: საქართველოს პარლამენტი ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.398 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |