The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანზორ კიკნაძე

ანზორ კიკნაძე
დაბადების თარიღი:26 მარტი, 1934
გარდაცვ. თარიღი:17 ნოემბერი, 1977  (43 წლის ასაკში)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბადიაური, საგარეჯოს რაიონი.

იყო ქართველი ძიუდოისტი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ევროპის 9-გზის ჩემპიონი (1962, 1964–66, აბსოლუტური; 1962–1964, 1966–1967, გუნდური) და 2-გზის ვერცხლის პრიზიორი (1967, 1968), მსოფლიო ჩემპიონატის 2-გზის ბრინჯაოს მედლის მფლობელი (1965, 1967). მონაწილეობა მიიღო 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა (+80 კგ.); 1985 წლიდან თბილისში რეგულარულად ტარდება მისივე სახელობის ჭაბუკ ძიუდოისტთა ტურნირი. იგი, ასევე, წარმატებულად მუშაობდა დირექტორად ხარაგაულის, სიონის და ქარელის საკონსერვო და ხილ–კენკროვანი მეღვინეობის ქარხნებში.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.595; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 29


გააზიარე: