შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ერისთავი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მეჯვრისხევი, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი. მსახურობდა კიევის ჰუსართა(1862) და მისი უდიდებულესობის ლაიბგვარდიის ჰუსართა(1864) პოლკებში. 1876 წლიდან მეთაურობდა ყუბანის კაზაკთა ჯარის პოლტავის ცხენოსანთა პოლკს. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში(1877-1878). 1886 წელს მიენიჭა გენერლ-მაიორის წოდება და დაინიშნა მე-6 საკაველერიო დივიზიის II ბრიგადის მეთაურად. 1891 წელს მიიღო გენერალ-ლეიტენანტის ჩინი და მეთაურობდა მე-13 საკავალერიო დივიზიას. მიღებული აქვს სპარსეთის ლომისა და მზის I ხარისხის ორდენი, ალექსანდრე II-ის ვენზელი და ოქროს ხმალი. რუსეთის იმპერიის არმიის კავალერიის გენერალი (1906). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.57 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |