The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ერისთავი

დაბადების თარიღი:3 ივნისი, 1842
გარდაცვ. თარიღი:2 ივლისი, 1910  (68 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ნოვოდევიჩის მონასტერი, სანქტ-პეტერბურგი
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მეჯვრისხევი, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი.

მსახურობდა კიევის ჰუსართა(1862) და მისი უდიდებულესობის ლაიბგვარდიის ჰუსართა(1864) პოლკებში. 1876 წლიდან მეთაურობდა ყუბანის კაზაკთა ჯარის პოლტავის ცხენოსანთა პოლკს. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში(1877-1878). 1886 წელს მიენიჭა გენერლ-მაიორის წოდება და დაინიშნა მე-6 საკაველერიო დივიზიის II ბრიგადის მეთაურად. 1891 წელს მიიღო გენერალ-ლეიტენანტის ჩინი და მეთაურობდა მე-13 საკავალერიო დივიზიას. მიღებული აქვს სპარსეთის ლომისა და მზის I ხარისხის ორდენი, ალექსანდრე II-ის ვენზელი და ოქროს ხმალი. რუსეთის იმპერიის არმიის კავალერიის გენერალი (1906).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.57

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა გიორგის ორდენი (სხვადასხვა ხარისხის)
  • წმინდა ვლადიმირის ორდენი (სხვადასხვა ხარისხის)
  • წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენი
  • წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • წმინდა ანას I ხარისხის ორდენი

გააზიარე: