The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბექა ნაცვლიშვილი

ბექა ნაცვლიშვილი
Date of birth:19 October, 1977  (46 years)
Category:Politician, Sociologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით გერმანისტიკა 2001 წელს; ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტი 2006 წელს.

2008-2009წწ. საქართველოს ტურიზმის ასოციაცია, აღმასრულებელ მენეჯერი; 2008-2009წწ. ტურიზმის სკოლა "ნიუკაზის" სოციოლოგიისა და რელიგიათმცოდნეობის ლექტორი; 2009-2010წწ. "საქართველოს ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრის" დამფუძნებელი და პროექტის ხელმძღვანელი; 2009-2011წწ. "საქართველოს უნივერსიტეტი" პოლიტიკური მეცნიერების ლექტორი; 2009-2014წწ. საზოგადოების კვლევის ცენტრის მკვლევარი; 2010 წელს  იყო ბრიუსელში "ფრიდრიხ ებერტის ფონდის" ეგიდით მკვლევრის პოზიციაზე; 2012-2014წწ. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, პოლიტიკის ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმვის სამსახურის მრჩეველი (I კატეგორია)2013 წლიდან ევროკომისიის (ტემპუსი) სამაგისტრო პროგრამის - "ევროპასთან ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობების" ხელმძღვანელი, პოლიტიკური ეკონომიკისა და პოლიტიკური სოციოლოგიის ლექტორი; 2013 წლიდან "კავკასიის უნივერსიტეტის" პოლიტიკური მეცნიერების ლექტორი; 2014-2016წწ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი თბილისის №10 საარჩევნო ოლქიდან; 2019 წელს დატოვა "ქართული ოცნება"; 2020 წელს შეუერთდა პარტია "ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსს", რომლის რიგებიც 2021 წელს დატოვა. არის არაერთი პუბლიკაციის ავტორი, ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციების აქტიური მონაწილე.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

Member of Organizations

  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2019-2019)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (2016-2019)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2019-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2016-2016)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, წევრი (2020-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (2016-2019)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატები", წევრი (2020-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატები", ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე (2017-2019)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატები" , მდივანი (2016-2017)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-2016)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატები", წევრი (2020-2020)

Share: