The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი მოსიძე

გიორგი მოსიძე
Date of birth:5 May, 1972  (51 years)
Category:Medical Doctor, Politician, Television Personality

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1995 წელს.

1994-1995წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის გენერალური მდივანი, პარალელურად მუშაობდა სახელმწიფო ტელევიზიის I არხზე გადაცემების: "+ და -" და "ტელე-კატალოგის" წამყვანად; 1995-1996წწ. წლებში ინფექციური პათოლოგიის რესპუბლიკური ცენტრის ჰეპატოლოგიის განყოფილება, ექიმი-ინტერნი; 1997-2000წწ. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის რეფერენტი; 2000-2001წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საგარეო პოლიტიკური ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის პირველი მდივანი; 2004 წელს გაიარა პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის (სტრასბურგი) სრული კურსი პოლიტოლოგიასა და პოლიტეკონომიაში; 2004-2006წწ. თბილისის საკრებულოს წევრი, ფრაქცია "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარე; იმავე პერიოდში იყო ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობების კონგრესის საქართველოს დელეგაციის წევრი, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი; 2007 წლიდან შპს "პროდიუსერული ცენტრი GameTV"-ის დირექტორი და პროექტის "რა? სად? როდის" ავტორი და წამყვანი; 2011 წელს გაიარა ნიუ-იორკის კინოაკადემიის კურსი დრამატული სერიალების პროდიუსირების მიმართულებით; 1991 წლიდან საქართველოს კლუბის "რა? სად? როდის?" პრეზიდენტი; 2011 წლიდან დავოსის ეკონომიკური ფორუმის The Global Shapers Community-ს საქართველოს ჰაბის დამფუძნებელი; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №11 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

Member of Organizations

  • ახალგაზრდა ქართველები ევროპისათვის, კავშირის თავმჯდომარე (1997-2000)
  • პოლიტიკური გაერთიანება "ახალი მემარჯვენეების" ახალგაზრდული ორგანიზაცია, თავმჯდომარე (2002-2004)
  • საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ნაციონალური საბჭო , გამგეობის წევრი (1998-1999)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, წევრი (2019-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2016-2019)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, წევრი (2016-2019)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-2019)
  • საქართველოს მედიკოს-სტუდენტთა ასოციაცია (GeoMSA) , პრეზიდენტი (1995-1996)

Share: