The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მარიამ ჯაში

მარიამ ჯაში
Date of birth:17 June, 1976  (48 years)
Category:Medical Doctor, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა უმაღლესი სამედიცინო სკოლა "აიეტი" 1998 წელს და მიიღო ზოგადი პრაქტიკის ექიმის კვალიფიკაცია; 2003-2005წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მოპოვებული აქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრის ხარისხი; 2011  წელს მოიპოვა ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი სახელმწიფო ადმინისტრირების საკითხებში.

1998 წელს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მსოფლიო ბანკის ჯანდაცვის პროგრამის განმახორციელებელი ბიუროს კონსულტანტი; 1997-1999წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საგარეო ურთიერთობათა სააგენტოს მოწვეული სპეციალისტი; 1999-2000წწ. გაეროს ბავშვთა ფონდის პროგრამების დაგეგმარების ხელმძღვანელი; 2000-2007წწ. გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის სექტორის ხელმძღვანელი; 2003 წელს გაეროს ბავშვთა ფონდის იმუნიზაციის პროგრამის ხელმძღვანელი; 2007-2011წწ. გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის სექტორის თანამშრომლობითი პროგრამების ხელმძღვანელი; 2011 წელს მსოფლიო ბანკი (The World Bank), დამოუკიდებელი ექსპერტი; 2012 წელს West-Eart AIDS Foundation, დამოუკიდებელი ექსპერტი; 2011-2012წწ. PricewaterhouseCoopers და კურაციო, დამოუკიდებელი ექსპერტი; 2012 წელს გაეროს შიდსის პროგრამა (UNAIDS), დამოუკიდებელი ექსპერტი; გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), დამოუკიდებელი ექსპერტი; შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდი (The Global Found), დამოუკიდებელი ექსპერტი; 2011-2016წწ. დამოუკიდებელი ექსპერტი; 2012-2014წწ. საქართველოს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე; 2014-2016წწ. ააიპ "საქართველოს სოლიდარობის ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი; 2015 წელს გაეროს მუდმივი წარმომადგენლის ოფისის კონსულტანტი (კვლევითი პროექტი) UNDP, გაეროს ქალთა ორგანიზაციის კონსულტანტი (კვლევითი პროექტი) UNWOMEN; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟრიტარი №12 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

Member of Organizations

  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, თავმჯდომარე (2016-2019)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი (2019-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატები", თავმჯდომარე (2019-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-2019)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ჩვენი საქართველო - დამოუკიდებელი დეპუტატები", თავმჯდომარე (2020-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2016-2019)

Share: