The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელიზბარ ერისთავი

სხვა სახელი:ერისთვისშვილი
დაბადების თარიღი:1738
გარდაცვ. თარიღი:1813  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი, პოეტი

ბიოგრაფია

1777 წელს მონაწილეობა მიიღო ქსნის ერისთავთა აჯანყებაში ერეკლე II-ის წინააღმდეგ, გამაგრებული იყო ფოხალას ციხეში, თუმცა ბრძოლას ჯერ კიდევ მამის საბოლოო დამარცხებამდე გამოეთიშა და თავი იმერეთის სამეფოს შეაფარა. ბესიკთან ერთად დიდი გავლენა ჰქონდა იმერეთის სამეფო კარზე. ცოლად ჰყავდა სოლომონ II-ის ქალიშვილი მარიამი (1769-1845). სოლომონ II-ის გამეფების შემდეგ იმერეთი დატოვა და თავის მამულში, ბელოთში დაბრუნდა, თუმცა აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას ჩამოშორებული იყო. ელიზბარ ერისთავი ბესიკის სკოლის წარმომადგენელია. მის ლექსებში გამოხატულია სოციალური და პოლიტიკური პრივილეგიების დაკარგვით გამოწვეული სევდა. მისი პოეტური მემკვიდრეობა დაცულია ხელნაწერების სახით. ქართველი პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე, ქსნის ერისთავთა საგვარეულოს წარმომადგენელი, გიორგი ქსნის ერისთავის ძე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.59


გააზიარე: