The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოფიო კილაძე

სოფიო კილაძე
დაბადების თარიღი:16 იანვარი, 1984  (40 წლის)
კატეგორია:იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

2003-2011წწ. ცხოვრობდა გერმანიაში, სადაც დაამთავრა ჰაიდელბერგის რუპრეხტ-კარლსის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; 2008-2011წწ. მუშაობდა ჰაიდელბერგის მაქს-პლანკის საერთაშორისო საჯარო სამართლისა და შედარებითი სამართლის ინსტიტუტში საერთაშორისო სამართლის ენციკლოპედიის პროექტზე; ამ პერიოდში ერთი წელი იმუშავა იმავე ქალაქის საადვოკატო ბიუროში Bau, Becky & Collegen; 2011 წელს დაბრუნდა საქართველოში და დაიწყო პედაგოგიური საქმიანობა; 2011-2013წწ. კითხულობდა ლექციებს სამაგისტრო პროგრამაზე LLM zu Köln; 2012-2014წწ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს  უფროსი; პარალელურად კითხულობდა ლექციებს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში; 2014 წლიდან შსს აკადემიის პრორექტორი. არის არაერთი საკანონმდებლო პროექტის ავტორი და ინიციატორი; 2015 წლიდან "საზოგადოება 2030"-ის წევრი და ანალიტიკოსი.

წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-)

გააზიარე: