The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კობა კობალაძე

კობა კობალაძე
დაბადების თარიღი:7 ივლისი, 1969  (54 წლის)
კატეგორია:პოლიტიკოსი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ქ. რიაზანის უმაღლესი საჰაერო  სადესანტო სასწავლებელი 1996 წელსქ. მოსკოვის ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია შენაერთების სამხედრო ადმინისტრაციული მართვისა და ოპერატიული ხელოვნების სპეციალობით 1999 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1999 წელს; ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გენერალური შტაბის აკადემია სპეციალობით სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის, სამხედრო სტრატეგიისა და ოპერატიული ხელოვნების კურსი (2001).

1986-1987წწ. კიროვის სახელობის ჩარხმშენებელი საწარმოს პრაქტიკანტი; 1987-1989წწ. სამხედრო სავალდებულო სამსახური; 1991-1994წწ. ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობა: სხვადასხვა თანამდებობა; ქალაქ ფოთის კომენდანტი (1992); 1999-2001წწ. დასავლეთ ოპერატიული მიმართულების სარდალი; ოპერატიული მიმართულების კოდორის ხეობის უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებელი (2001); სახმელეთო ჯარების სარდალი (2001); 2001-2004წწ. ეროვნული გვარდიის სარდალი; 2012-2015წწ. თბილისის საკრებულოს წევრი; ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი (2016); 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი თბილისის №20 საარჩევნო ოლქიდან. არის სპორტის ოსტატი კრივსა და ხელჩართულ ბრძოლაში, საპარაშუტო სპეციალობის ინსტრუქტორი; სამხედრო და სახელმწიფო უსაფრთხოების თემატიკისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, დოქტორანტი. გენერალ-მაიორი (2001).

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geწიგნი ღირსებისა: ტ. 5, ტ.6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.32-259

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს გენერალთა კლუბი", ერთ-ერთი დამფუძნებელი (2008-)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2019-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (2016-2019)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის", წევრი (2017-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-2017)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - მედალი "საბრძოლო დამსახურებისთვის"
  • 2000 - ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი
  • 1994 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
  • 1993 - მედალი "მხედრული მამაცობისთვის"
  • სამშობლოს თავდადების I ხარისხის ოქროს სამკერდე ნიშანი
  • ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი

გააზიარე: