Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბესარიონ ერისტოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ლენინგრადის მიმოსვლის გზათა ინჟინრების ინსტიტუტი 1928 წელს. მონაწილეობდა რიონჰესის, დნეპრჰესი I-ის, ნოვოსიბირსკის ჰესის, ხრამჰესის, დნეპრჰესი II-ის და თურქმენეთის მთავარი არხის მშენებლობაში. 1963 წლიდან იყო მოსკოვის ვ. კუიბიშევის სახელობის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის ჰიდროტექნიკურ სამუშაოთა კათედრის გამგე. მისი სამეცნიერო შრომები ეხება უმთავრესად ჰიდროტექნიკური მშენებლობის საკითხებს. თანამშრომლობდა "თბილჰიდროპროექტთან", "საქჰიდროენერგომშემთან" და ნაგებობებისა და ჰიდროტექნიკური დანადგარების საქართველოს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. II მსოფლიო ომის მონაწილე. პოლკოვნიკ-ინჟინერი, პროფესორი(1963), ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი(1970). ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.65 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |