შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შანშე ერისთავი![]()
ბიოგრაფიაქსნის ერისთავთა საგვარეულოდან; დ. შ. ერისთავისა და ე. შ. ერისთავის მამა; იყო გიორგი XII-ის ეშიკაღსბაში. 1800 წლიდან მსახურობდა დიდი შულავერის მოურავად. 1803 წლიდან ბორჩალოს მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლი იყო. 1811 წელს პირადად შეაიარაღა 200 კაცი და მოქმედებდა რუსებთან ერთად ლეკების წინააღმდეგ. ორჯერ აირჩიეს თბილისის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლად. ერთგული სამსახურისთვის რუსეთის იმპერატორმა პავლე I-მა დააჯილდოვა ბრილიანტებით მოჭედილი ოქროს საათით და სათუთუნეთი, ალექსანდრე I-მა კი - ოქროს ხმლით და წმინდა ანას II ხარისხის ორდენით, ოქროს ხმალი, მამაცობისათვის. რუსეთის იმპერიის პოლკოვნიკი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.64 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |