შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან კობერიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 1996 წელს. 2006-2007წწ. სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლაში სწავლობდა ბიზნეს-ადმინისტრირებასა და სტრატეგიულ მარკეტინგს; 1999-2003წწ. მსოფლიოს წამყვან პიარსააგენტოებსა და უნივერსიტეტებში გაიარა მარკეტინგისა და კომუნიკაციების სპეციალური პროგრამები. 1996-1998წწ. სარეკლამო სააგენტო "აუდიენციის" კომერციული დირექტორი და სარეკლამო დეპარტამენტის უფროსი; 1998-2000წწ. მუშაობდა მარკეტინგის მენეჯერად სადისტრიბუციო კომპანიაში "ალიანს კავკასია", რომელიც წარმოადგენდა საერთაშორისო ალკოჰოლური ბრენდების ("ჰეინეკენი", "მარტინი-ბაკარდი" და სხვა) ექსკლუზიურ იმპორტიორსა და დისტრიბუტორს ამიერკავკასიაში; 2000-2007წწ. ბრენდმენეჯერი და გაყიდვების დირექტორი ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიაში - "GWS/პენო რიკარის ჯგუფი“; 2005 წლიდან ბრენდინგისა და სტრატეგიული მარკეტინგის კომპანია branding.ge-ს მმართველი პარტნიორი. არის ინტელექტუალური სატელევიზიო გადაცემის "რა? სად? როდის?" ქართული კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |