Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან კობერიძე![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 1996 წელს. 2006-2007წწ. სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლაში სწავლობდა ბიზნეს-ადმინისტრირებასა და სტრატეგიულ მარკეტინგს; 1999-2003წწ. მსოფლიოს წამყვან პიარსააგენტოებსა და უნივერსიტეტებში გაიარა მარკეტინგისა და კომუნიკაციების სპეციალური პროგრამები. 1996-1998წწ. სარეკლამო სააგენტო "აუდიენციის" კომერციული დირექტორი და სარეკლამო დეპარტამენტის უფროსი; 1998-2000წწ. მუშაობდა მარკეტინგის მენეჯერად სადისტრიბუციო კომპანიაში "ალიანს კავკასია", რომელიც წარმოადგენდა საერთაშორისო ალკოჰოლური ბრენდების ("ჰეინეკენი", "მარტინი-ბაკარდი" და სხვა) ექსკლუზიურ იმპორტიორსა და დისტრიბუტორს ამიერკავკასიაში; 2000-2007წწ. ბრენდმენეჯერი და გაყიდვების დირექტორი ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიაში - "GWS/პენო რიკარის ჯგუფი“; 2005 წლიდან ბრენდინგისა და სტრატეგიული მარკეტინგის კომპანია branding.ge-ს მმართველი პარტნიორი. არის ინტელექტუალური სატელევიზიო გადაცემის "რა? სად? როდის?" ქართული კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |