The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გია ბენაშვილი

გია ბენაშვილი
ოფიციალური სახელი:გიორგი ბენაშვილი
დაბადების თარიღი:30 სექტემბერი, 1964  (57 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სპეციალობით საინფორმაციო საზომი ტექნიკა 1986 წელს; თბილისის იურიდიული ინსტიტუტი სპეციალობით სამართალმცოდნეობა 1997 წელს.

1986-1988წწ. საწარმოო გაერთიანება "ანალიტხელსაწოს" უფროსი ინჟინერი; 1988-1991წწ. სსრ უშიშროების კომიტეტის ოპერთანამშრომელი; 1991-1992წწ. სრ უშიშროების სამინისტროს უფროსი ოპერრწმუნებული; 1992-1993წწ. საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის უფროსი ოპერრწმუნებული; 1993-1994წწ. საქართველოს უშიშროების სამსახურის უფროსი ოპერრწმუნებული; 1994-1996წწ. საქართველოს სამთავრობო დაცვის სამსახურის ცვლის უფროსი; 1996-1998წწ. საქართველოს პრეზიდენტის ოპერსამსახურის უფროსი; 1998-2003წწ. სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის უფროსის მოადგილე; 2003-2005წწ. საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე; 2005-2007წწ. ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი; 2007-2008წწ. შპს "კალა-კაპიტალის" უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი; 2008-2009წწ. შპს "ყაზტრანსგაზის" უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი; 2009-2013წწ. შპს "რომპეტროლის" უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი; 2013-2014წწ. შპს "ყაზტრანსგაზის" უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი; 2014-2015წწ. შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" სპეცმმართველი; 2015-2016წწ. გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორი; 2016 წელს შპს "ყაზტრანსგაზი-თბილისის" სპეციალური მმართველი; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2020 წ. - საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. მიღებული აქვს "წლის ხელმძღვანელის" წოდება (2015), მედალი "დარგის პროფესიონალი" (2016).

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი , წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი, თავმჯდომარის მოადგილე (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-2020)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
  • 1999 - მედალი "საბრძოლო დამსახურებისთვის"

გააზიარე: