შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხა ერისთავი![]()
ბიოგრაფიაჩაის კულტივირების პიონერი საქართველოში. 1840-იან წლებში შოტლანდიელი მებაღის იაკობ მარის(ნიკო მარის მამა) დახმარებით გურიაში, ოზურგეთის მაზრის სოფელ გორაბერეჟოულში მიწის მცირე ნაკვეთზე გააშენა ჩაის კულტურა. ერისთავი ჩაის პრიმიტიული, კუსტარული მეთოდით ამუშავებდა. გორაბერეჟოულში მოყვანილი კულტურისგან დამზადებული ქართული ჩაი წარდგენილი იყო 1864 წელს სრულიად რუსეთის გამოფენაზე. მიხა ერისთავის გარდაცვალებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ მეურნეობას სათავეში მისი ვაჟი ანდრია ჩაუდგა. ქართველი თავადი და მემამულე. ქსნის ერისთავთა შთამომავალი, პოეტ ელიზბარ ერისთავის შვილიშვილი და იმერეთის მეფის, სოლომონ I-ის შვილთაშვილი. წყარო: teatips.ru
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |