The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ერისთავი

დაბადების თარიღი:15 თებერვალი, 1910
გარდაცვ. თარიღი:7 სექტემბერი, 1962  (52 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ჩოხატაური.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1936 წელს.

1940 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტში. 1960 წლიდან იყო ინსტიტუტის მეზოზოური ნალექების სტრატიგრაფიისა და პალეონტოლოგიური განყოფილების გამგე. 1945 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში(ახლანდელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი). იკვლევდა საქართველოს, შემდეგ კი მთელი კავკასიის, ყირიმისა და კარპატების ქვედაცარცული ნალექების სტრატიგრაფიასა და პალეონტოლოგიას. კავკასიის, ყირიმის, თურქმენეთის, დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვედაცარცული ნალექების შეპირისპირებით საფუძველი ჩაუყარა ალპური ზონის უნიფიცირებული, სტრატიგრაფიული სქემის შექმნნას. იკვლევდა აგრეთვე ტექტონიკურ საკითხებს. II მსოფლიო ომის მონაწილე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. გეოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1950), პროფესორი (1962).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.61

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საერთაშორისო გეოლოგიური კონგრესის ხმელთაშუა ზღვის მეზოზოური ნალექების სტრატიგრაფიის საერთაშორისო კომიტეტი, წევრი (1962-)

გააზიარე: