შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ერისთავი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კარალეთი, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი(1912). ქსნის ერისთავთა საგვარეულოდან. გენერლების - ა. ნ. ერისთავისა და გ. ნ. ერისთავის მამა, გენერლების - მ. ბ. ერისთავისა და კ. ბ. ერისთავის ძმა. მონაწილეობდა ყირიმის(1853-1856) და რუსეთ-ოსმალეთის(1877-1978) ომებში. 1867 წლიდან იყო თერგის ოლქის, ხოლო 1874 წლიდან იმავე ოლქის გროზნოს ოკრუგის უფროსი, 1878 წელს ბათუმის ოლქის სამხედრო გუბერნატორის თანაშემწე, 1863 წელს ქუთაისის სამხედრო გუბერნატორის თანაშემწე, ბათუმის გარნიზონის უფროსი. მიღებული აქვს თურქეთის მეჯიდიეს ორდენი, სპარსეთის ლომისა და მზის I ხარისხის ორდენი, ბუხარის ოქროს ვარსკვლავის ორდენი, ოქროს ხმალი, 1884 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.62 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |