The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ ერისთავი

რევაზ ერისთავი
დაბადების თარიღი:1827
გარდაცვ. თარიღი:1899  (72 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. გორის სასაფლაო
კატეგორია:მთარგმნელი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ოძისი, ახლანდელი დუშეთის მუნიციპალიტეტი.

XIX საუკუნის 50-60-იან წლებში თანამშრომლობდა ჟურნალ "ცისკართან". პოპულარული იყო მისი ლექსები "ბიძაჩემს ყაფლანს" და "ყაფლან ორბელიანს". რევაზ ერისთავმა თარგმნა ა. პუშკინის, მ. ლერმონტოვის, ვ. ჟუკოვსკის ნაწარმოებები. ი. კოზლოვის პოემის "შეშლილის" ერისთავისეული თარგმანი მკაცრად გააკრიტიკა ი. ჭავჭავაძემ ("ცისკარი", 1861, №4), რითაც დაიწყო "მამებისა" და "შვილების" ბრძოლა. რევაზ ერისთავის წერილს "პასუხი თავადი ილია ჭავჭავაძის კრიტიკისა" ("ცისკარი", 1861, №5) ილია ჭავჭავაძე გამოეხმაურა სტატიაში "პასუხი" ("ცისკარი", 1861, №6).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.63; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.130


გააზიარე: