The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრა კარგარეთელი-ქართველიშვილი

ალექსანდრა კარგარეთელი-ქართველიშვილი
სხვა სახელი:საშა
დაბადების თარიღი:1882
გარდაცვ. თარიღი:15 იანვარი, 1962  (80 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაიბადა სამხედრო მოსამსახურის ოჯახში, სწავლობდა თბილისში, გიმნაზიაში, მაგრამ მამა გადაიყვანეს ვლადიკავკაზში, სადაც დაასრულა სწავლა. ეროვნული ღირსების დასაცავად კავკავის მოწინავე ქართველმა საზოგადოებამ სცენისმოყვარეთა წრე ჩამოაყალიბა, სადაც პირველად ალექსანდრა 1895 წელს გამოვიდა სცენაზე. 1896 წლიდან პროფესიულ თეატრში იქნა მიწვეული მსახიობად. 1898 წლის 15 იანვარს შედგა ალ. კარგარეთელის პირველი ბენეფისი კომედიაში "ინჯილერი ან დოხტური". ალექსანდრა კარგარეთელის სფერო იყო ე.წ. გრან-კოკეტების როლები სალონურ პიესებში და აგრეთვე სახასიათო-კომიკური როლები. მისი სასცენო ხელოვნების გვირგვინი ალ. სუმბათაშვილის "ღალატში" - რუქაია იყო. 1896-1917 წლამდე სისტემატიურად გამოდიოდა ქართული თეატრის სცენაზე. გარდა პროფესიონალური თეატრისა, ალექსანდრა კარგარეთელი, როგორც დემოკრატი მსახიობი, სახალხო თეატრებშიც იღებდა მონაწილეობას. 1939 წლიდან მუშაობდა თბილისის კინოსტუდიაში და მონაწილეობა  მიიღო რამდენიმე კინოსურათში. 

წყარო: კოტე ყიფიანი/ე. დავითაია. - თბ., 1975.; ქართველი მსახიობი ქალები. - თბ., 1962. - გვ. 119-149


გააზიარე: