The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რომანოზ ერისთავი

დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:17??
დაკრძალვის ადგილი:დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, გარე კახეთი
კატეგორია:დიდგვაროვანი, მწერალი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

XVIII საუკუნის I ნახევრის საეკლესიო მოღვაწე, მიტროპოლიტი, მწერალი. არაგვის ერისთავთა შთამომავალი. მოღვაწეობდა დავით გარეჯში, სადაც ბერად აღიკვეცა. XVIII საუკუნის 20-იან წლებში ცხოვრობდა მოსკოვში, დონის მონასტერში. მას ეკუთვნის საგალობელი დოდო გარეჯელზე, ამავე წმინდანისადმი მიძღვნილი ჰაგიოგრაფიული თხზულება-სვინაქსარული ცხოვრება; კომპილაციური ხასიათის წიგნი "წინწილი ღაღადებისა", რომელშიც თავმოყრილია გამოკრებილი ადგილები სახარება-სამოციქულოდან და დავითნიდან და სხვ. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.63


გააზიარე: