The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კოტე ყიფიანი

კოტე ყიფიანი
ოფიციალური სახელი:კონსტანტინე ყიფიანი
დაბადების თარიღი:3 მარტი, 1849
გარდაცვ. თარიღი:17 აპრილი, 1921  (72 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:დრამატურგი, მთარგმნელი, მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა თბილისი გიმნაზიაში, შემდგომ პეტერბურგისა და მოსკოვის სამხატვრო აკადემიებში, რომელიც დაამთავრა 1873 წელს.

1873 წლიდან სახელმწიფო სამსახურში შედის და 1875 წელს მეფისნაცვლის მიწვევით ბორჯომის მამულების უფროსი გამგის თანაშემწედ მუშაობს, იგი იყო ერთადერთი ქართველი, რომელსაც მიღებული ჰქონდა უმაღლესი სამეურნეო განათლება; აწარმოებდა მეცნიერული ხასიათის დაკვირვებებს, რომელთა საფუძველზეც მომავალში დაწერა მეცნიერული შრომები: "ქვეყანა, ბუნება და ადამიანი", "მცენარე და ადამიანი", "საუბარი ბუნების შესახებ",  "ზოგიერთი ცნობა ბორჯომის ისტორიიდან" და სხვა. შეადგინა ქართულ-რუსულ-ლათინური ბოტანიკური ლექსიკონი. მას ცხოვრების ფართო ასპარეზი ჰქონდა გადაშლილი, მაგრამ მსახიობისა და საზოგადო მოღვაწის მძიმე ბედი არჩია და ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში თავდაუზოგველად ემსახურა ქართულ თეატრს. თექვსმეტი წლისამ პირველად შეასრულა პაჟის როლი მოლიერის "ცოლის შერთვევინებაში"; სასცენო მოღვაწეობა დაიწყო პროფესიულ სცენაზე; კ. ყიფიანი ფართო დიაპაზონის მსახიობი იყო; მისი შესრულება გამოირჩეოდა გულწრფელობით, სცენური სიმართლით, გარდასახვის კარგი უნარით. როლები: ანდუყაფარი(გ. ერისთავის "გაყრა"), სვიმონ ლეონიძე(დ. ერისთავის "სამშობლო"), ანანია(სუმბათაშვილ-იუჟინის "ღალატი") და სხვ. მან პირველმა შეასრულა ქართულ სცენაზე 1883 წელს შაილოკი და მეფე ლირი(შექსპირის "ვენეციელი ვაჭარი", "მეფე ლირი"); იყო განახლებული ქართული პროფესიული თეატრის(1879)  ერთ-ერთი პირველი რეჟისორი და მსახიობი; ავტორია თეორიული წერილებისა თეატრსა და მსახიობთა ოსტატობაზე; წერდა დრამატულ ნაწარმოებებს("ბედი ქართლისა", "ცოტნე დადიანი", "ორი მამა"); მოთხრობებს, თარგმნიდა მხატვრულ და პოლიტიკური ხასიათის ლიტერატურას. საზოგადო მოღვაწის, დიდი მამულიშვილის დიმიტრი ყიფიანის ვაჟი.

წყარო:  კოტე ყიფიანი / ე. დავითაია. -  თბ., 1975.; სცენის ოსტატები / ალ. ბურთიკაშვილი. - თბ., 1951. - გვ.229.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: