შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მუხრან ვახტანგაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია 1999 წელს; საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ბათუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი ეკონომისტ-იურისტის კვალიფიკაციით 2004 წელს. 2006-2015წწ. ქ. ბათუმის სასპორტო სკოლის დირექტორი; 2015-2016წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №70 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან; 2021 წლიდან აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლი. მიღებული აქვს ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი (სერბეთი, 2003); FILA-ს საერთასორისო ფედერაციის ოქროს მედალი (2010, 2013, 2014 ) ჭიდაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის; საქართველოს ჭიდაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ოქროს მედალი (2014). დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მსოფლიო ჩემპიონი, სპორტის სახეობა - ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 5-6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.329-302 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |