The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აკაკი ზოიძე

აკაკი ზოიძე
დაბადების თარიღი:3 ივნისი, 1968  (55 წლის)
კატეგორია:ექიმი, თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი სპეციალობით სამკურნალო საქმე 1991 წელს.

1990-1991წწ. საწარმოო გაერთიანება "აზოტის" მედსანნაწილი, რეანიმაცია-ინტენსიური თერაპიის პალატების სანიტარი; 1991-1993წწ. კლინიკური და ექსპერიმენტული ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი ნერვულ სნეულებათა სპეციალობით; 1993-1998წწ. კლინიკური და ექსპერიმენტული ინსტიტუტი, უფროსი ლაბორანტი; 1997-2000წწ. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო, მინისტრის თანაშემწე; 2000 წელს საქართველოს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, სოციალური დაზღვევისა და პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსი; 2000-2001წწ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, მინისტრის მოადგილე; 2001-2003წწ. საქართველოს სახელმწიფო კანცელარია, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე; 2004-2016წწ. "კურაციოს" საერთაშორისო ფონდი, წამყვანი მკვლევარი; 2006-2016წწ. "კურაციოს" საერთაშორისო ფონდი, დირექტორთა საბჭოს წევრი; 2014-2016წწ. საკონსულტაციო ჯგუფი "კურაციო", დირექტორი; 2016-2019წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. ჯანდაცვის ექსპერტი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2019)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (2016-2019)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-2019)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, თავმჯდომარე (2016-2019)

გააზიარე: