The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ცოტნე ზურაბიანი

ცოტნე ზურაბიანი
დაბადების თარიღი:28 სექტემბერი, 1984  (39 წლის)
კატეგორია:დიპლომატი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. წყალტუბო.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის სპეციალობით.

2004-2008წწ. არასამთავრობო ორგანიზაცია "თანასწორობის ინსტიტუტი", ადამიანის უფლელებების დაცვის მიმართულება; 2009-2010წწ. სწავლობდა ლატვიის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ევროპათმცოდნეობის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა; 2010-2011წწ. სწავლობდა ბრემენის (გერმანია) სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ეკონომიკისა და ევროპული კანონმდებლობის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა; 2012-2013წწ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება; 2014 წელს ქ. თბილისის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი; 2015 წელს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მრჩეველი. არის 4 პუბლიკაციის ავტორი.

წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კოალიცია "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია, თავმჯდომარე (2012-)
  • პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" სარევიზიო კომისია, წევრი (2013-)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება“, წევრი (2016-)

გააზიარე: