The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ისიდორ ლოტო

დაბადების თარიღი:22 დეკემბერი, 1840
გარდაცვ. თარიღი:13 ივლისი, 1936  (95 წლის ასაკში)
კატეგორია:კომპოზიტორი, მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ვარშავა, პოლონეთი.

1850-1853წწ. სწავლობდა პარიზის კონსერვატორიაში, პედაგოგი ჯ. ლ. მასსარი(ვიოლინო), ა. ტომა, ნ. რებერი(კომპოზიცია); 1852 წელს პარიზში შედგა დებიუტი; 1852-1865წწ. წარმატებით გამოდიოდა ევროპისა და რუსეთის საკონცერტო ესტრადებზე, ასრულებდა ვირტუოზულ ნაწარმოებებს(პაგანინი, ვენიავსკი, ერნსტი, ვიეტანი); 1880-1910წწ. იყო ვარშავის კონსერვატორიის პროფესორი, მის კლასში ვარშავის კონსერვატორიაში სწავლობდა ქართული სავიოლინო საშემსრულებლო სკოლის და ქართული სავიოლინო მუსიკის ფუძემდებელი ა. ყარაშვილი; 1881-1885წწ. პირველი საკონცერტო გამოსვლა თბილისში შედგა, 1896 წელს ამ კონცერტით დაიწყო მისი გასტროლები რუსეთის იმპერიაში; მისი თხზულებები: 5 სავიოლინო კონცერტი, 12 სავიოლინო ეტიუდი, საკონცერტო პიესები, ფანტაზიები; პოლონელი ვირტუოზი მევიოლინე.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 291


გააზიარე: