შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკიტა მაღალოვი![]()
ბიოგრაფიადაბადბის ადგილი: ქ. სანკტ-პეტერბურგი. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ევროპაში; სწავლობდა პარიზის კონსერვატორიაში, პედაგოგი ისიდორ ფილიპი; გამოდიოდა სოლო კონცერტებით და ანსამბლში ი. სიგეტისთან ერთად ევროპასა და აშშ-ში; 1947-1950წწ. ცხოვრობდა აშშ-ში, 1956 წლიდან შვეიცარიაში; იყო ჟენევის კონსერვატორიის ხელმძღვანელი და 1949-1959წწ. პედაგოგი(ფორტეპიანო); აღიარებულია შოპენის საუკეთესო შემსრულებლად; მის რეპერტუარში შედიოდა: სკარლატის, მოცარტის, ბეთჰოვენის, ლისტის, პროკოფიევის, სტრავინსკის ნაწარმოებები; მისი მოწაფეები იყვნენ მსოფლიოში აღიარებული შემსრულებლები: მ. არგერიხი, მ. უტადა; თხზულებები: საფორტეპიანო(1934), სავიოლინო(1936), სონატები, საფორტეპიანო ტოკატა(1936), მცირე ფორმის ნაწარმოებები, კამერულ-ვოკალური ნაწარმოებები; 1967 წელს გასტროლებით იმოგზაურა თბილისში, შეასრულა კამერული და სიმფონიური კონცერტები, ბრამსის კონცერტი N2, შუმანის კონცერტი; წარმოშობით ქართველი პიანისტი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 292; დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი: diaspora.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |