The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკიტა მაღალოვი

ნიკიტა მაღალოვი
ოფიციალური სახელი:ნიკიტა მაღალაშვილი
დაბადების თარიღი:8 თებერვალი, 1912
გარდაცვ. თარიღი:26 დეკემბერი, 1992  (80 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. ვევე, შვეიცარია
კატეგორია:კომპოზიტორი, მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადბის ადგილი: ქ. სანკტ-პეტერბურგი.

ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ევროპაში; სწავლობდა პარიზის კონსერვატორიაში, პედაგოგი ისიდორ ფილიპი; გამოდიოდა სოლო კონცერტებით და ანსამბლში ი. სიგეტისთან ერთად ევროპასა და აშშ-ში; 1947-1950წწ. ცხოვრობდა აშშ-ში, 1956 წლიდან შვეიცარიაში; იყო ჟენევის კონსერვატორიის ხელმძღვანელი და 1949-1959წწ. პედაგოგი(ფორტეპიანო); აღიარებულია შოპენის საუკეთესო შემსრულებლად; მის რეპერტუარში შედიოდა: სკარლატის, მოცარტის, ბეთჰოვენის, ლისტის, პროკოფიევის, სტრავინსკის ნაწარმოებები; მისი მოწაფეები იყვნენ მსოფლიოში აღიარებული შემსრულებლები: მ. არგერიხი, მ. უტადა; თხზულებები: საფორტეპიანო(1934), სავიოლინო(1936), სონატები, საფორტეპიანო ტოკატა(1936), მცირე ფორმის ნაწარმოებები, კამერულ-ვოკალური ნაწარმოებები; 1967 წელს გასტროლებით იმოგზაურა თბილისში, შეასრულა კამერული და სიმფონიური კონცერტები, ბრამსის კონცერტი N2, შუმანის კონცერტი; წარმოშობით ქართველი პიანისტი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 292; დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი: diaspora.gov.ge


გააზიარე: