შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ედიშერ თოლორაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ინგირი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2002-2003წწ. - ზუგდიდის გამგებლის მრჩეველი, ზუგდიდის გამგეობის მატერიალურ ტექნიკური განყოფილების წამყვანი სპეციალისტი; 2003-2004წწ. - ზუგდიდის გამგეობის დარგობრივი ეკონომიკის მთავარი სპეციალისტი; 2006-2007წწ. - ზუგდიდის გამგეობის არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის წამყვანი სპეციალისტი; 2007-2011წწ. - საპენსიო სუბსიდიების სააგენტოს ზუგდიდის რაიონის განყოფილების უფროსი; 2011–2012წწ. - სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციის (აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმართველ ქალაქ ფოთში) მთავარი სპეციალისტი; 2012 წელს - სახელმწიფო რწმუნებულის, გუბერნატორის ადმინისტრაციის (აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმართველ ქალაქ ფოთში) მთავარი სპეციალისტი; 2012-2014წწ. - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი; 2014-2016წწ. - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი; 2016-2020წწ. - საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი: მაჟორიტარი, N 66 საარჩევნო ოლქი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო"; 2020-2024წწ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო"; 2024 წლიდან - საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |