The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ კიკნაძე

გრიგოლ კიკნაძე
დაბადების თარიღი:1909
გარდაცვ. თარიღი:14 აპრილი, 1974  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი 1929 წელს.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ფოთის ინდუსტრიულ ტექნიკუმში მასწავლებლად; შემდეგ ქ. ბათუმში სხვადასხვა თანამდებობებზე განათლების სფეროში. 1935 წლიდან გადმოვიდა თბილისში, ჯერ პედაგოგიურ ინსტიტუტში მუშაობდა, ხოლო 1938 წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1945 წელს გრ. კიკნაძემ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად წარადგინა ნაშრომი "ვაჟა–ფშაველას შემოქედება". 1957 წელს ცალკე წიგნად გამოიცა მისი სადოქტორო დისერტაცია, "ვაჟა–ფშაველას შემოქმედება" (მეორედ გამოიცა 1989 წელს). ამავე წელს გამოქვეყნდა მისი მეორე მონოგრაფია "მეტყველების სტილის საკითხები". მას ეკუთვნის გამოკვლევები ნიკოლოზ ბარათაშვილის, გრიგოლ ორბელიანის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გალაქტიონ ტაბიძის, გიორგი ლეონიძის, ანა კალანდაძის და სხვათა შემოქმედების შესახებ. პროფესორი. 1962 წელს კიკნაძის თაოსნობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა ვაჟა–ფშაველას კაბინეტი, რომელსაც იგი გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა. 

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.595

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: