The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაკინე ამირეჯიბი

მაკინე ამირეჯიბი
დაბადების თარიღი:1858
გარდაცვ. თარიღი:1929  (71 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ეზო, სოფელი საღოლაშენი
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბრეთი, ქარელის რაიონი.

მკვლევართა გარკვეული ნაწილი მაკინე ამირეჯიბის ოჯახს(სოფ. საღოლაშენში) მიიჩნევს მწერლებისა და ხელოვნების მოღვაწეთა შეკრების და საკუთარი შემოქმედების გამომზეურების ერთ-ერთ თავშესაყრელად, ლიტერატურულ სალონად; იშვიათი იყო მისი სიმღერა და აგრეთვე იშვიათი - მისი ლეკური; სარდიონ ამირეჯიბიც(მეუღლე) ყოველ საქმეში უწყობდა მას ხელს; მაკინეს იცნობდნენ არა მარტო საღოლაშენში, არამედ მთელ საქართველოში; 1899 წელს სოფელ წვერში აბელ კალატოზიშვილის ოჯახში აკაკი წერეთელი დიდად მოიხიბლა მაკინეს ხმით, ლეკურით, მისი მდიდარი შინაგანი სამყაროთი; სარდიონ და მაკინე ამირეჯიბების წყალობით დაარსებულა საღოლაშენში სამწლიანი სკოლა; საღოლაშენში მათი სტუმრები იყვნენ: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, შიო არაგვისპირელი, გიორგი არადელი-იშხნელი, ვალერიან გუნია, ვასო აბაშიძე, ზაქარია ფალიაშვილი, ვანო სარაჯიშვილი, შალვა დადიანი და სხვა მრავალი ცნობილი ადამიანი; ის იყო ქველმოქმედი.

წყარო:karibche.ambebi.ge


გააზიარე: